გიორგი გახარია – სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს
,,სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი. პირველ რიგში მის მნიშვნელობას განაპირობებს საოკუპაციო ხაზი, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, – ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ იმყოფება ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად სამეგრელოში.
,,სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს, უფრო მეტსაც გეტყვით მთავრობის სხვა წევრებიც უნდა იყვნენ და ამას ძალიან მარტივი ახსნა, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი და პირველ რიგში მის მნიშვნელობას განაპირობებს საოკუოაციო ხაზი, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და ამ კონტექსტუდან გამომდინარე არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, უსაფრთიებაც ისიც რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში უნდა ჩატარდეს, ესეც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და სხვა რეგიონებთან განსხვავებით უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა,”- განაცხადა გახარიამ.
მსგავსი სიახლეები
გიორგი გახარია: “ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკავშირდება პირველ რიგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, პირველ პრეზიდენტს”

ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს, საზოგადოება უფრო ღიზიანდება განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძალიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება


