სოფელ ინგირში რესტორანი ” სამეფო” გაქურდეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, წუხელ გვიან ღამით რესტორანი ” სამეფო” გაქურდეს. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა 32 ათასი ლარი წაიღეს. ბოროტმოქმედები რესტორანში ფანჯრიდან შევიდნენ და სეიფში შენახული თანხა წაიღეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




