სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს

სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სენაკის რაიონული საავადმყოფოს მედიკოსების განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ შწმოიყვანა შუახნის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მას ამ წუთებში სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით 117 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



