„არქეოპოლისს“ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობში ჩართვის გამო მადლობას უხდიან

მერის წარმომადგენელი სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნათია ჩიქობავა, სოციალურ ქსელში,საკუთარ გვერდზე, პოსტს აქვეყნებს და მადლიერებას გამოხატავს, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სააქციო საზოგადოება ,,არქეოპოლისის” დამფუძნებლის, დემურ გადელიას მიმართ: ,,სწრაფი და დროული რეაგირების შემდეგად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. მდინარე ცივზე, ყველა ლოკაციაზე, წყლის მოვარდნის საფრთხე ლიკვიდირებულია!
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
განსაკუთრებული მადლობა სააქციო საზოგადოება
,,არქეოპოლისს” და მის დამფუძნებელს, ბატონ დემურ გადელიას, რომელმაც უანგაროდ გაუწია დახმარება მოსახლეობას, რომელთაც სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა” – წერს ნათია ჩიქობავა.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტში.
ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.
დაიტბორა ქუჩები, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები.
სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში, ჩართულია ყველა მუნიციპალური სამსახური, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი.
ძლიერი წვიმის შედეგად დაირეცხა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გზები და დაზიანდა ხიდები. სტიქიის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელმაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება დილიდან დაიწყო.




