სენაკის მერი კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს შეხვდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ხელოვნების ცენტრის დირექტორს, ვეფხვია ვეფხვაძეს, ქართული სიმღერების VI კონკურს-ფესტივალის – ,,სხვა საქართველო სად არის” , გრანპ-რის მფლობელ და საპრიზო ადგილებზე გასულ, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდის, გოგონათა ვოკალური ანსამბლის, საესტრადო და ფოლკლორის განყოფილებების გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს შეხვდა, მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებულმა გუნდმა, ქართული სიმღერების VI კონკურს-ფესტივალის – ,,სხვა საქართველო სად არის”, გრან-პრი მოიპოვა. ასევე გადაეცა ,,ბიბლუსის” 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, საგზური ბაკურიანში და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.
გოგონათა ვოკალურმა ანსამბლმა და ფოლკლორულმა ჯგუფმა ,,მორდუმ” მეორე ადგილები, ხოლო საესტრადო განყოფილების მოსწავლემ, ლენა სებისკვერაძემ, მესამე ადგილი დაიკავეს. საესტრადო განყოფილების მოსწავლეს, ანა მახარაშვილს, სულხან ცინცაძის სახელობის დიპლომი გადაეცა.




