მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნა. ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენი ფერადი სამყარო“ სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ასფალტი ცარცებით მოხატეს.
ინტელექტ-კლუბის ხელმძღვანელმა, ჯენეტ ქვარცხავამ კი ბავშვებს სახალისო კითხვები შესთავაზა. პანტომიმის დასი შთამბეჭდავი ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ასევე, მუსიკალურ-თეატრალური წრის “რიბარაბოს” აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს თამაშში „ფლეილისთი“ და დღე სახალისოდ გაატარეს.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული სათათბირო და შ.პ.ს „აპაჩი“.




