stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეკლამა

სენაკის მერმა არქიმანტრიტ მელქისედეკს იუბილე მიულოცა

14.05.2022 / 14 მაისი 2022
სენაკის მერმა არქიმანტრიტ მელქისედეკს იუბილე მიულოცა

14 მაისს, თამარობას, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), 77 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, გიგა წურწუმიასთან ერთად, შუშანიების სავანეს ესტუმრა, მოძღვარს იუბილე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

42 წელია, ღვაწლის სიმრავლით გამორჩეული ,,მწყემსი კეთილი” დაუღალავად ემსახურება ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებას. მამა მელქისედეკი, 1979 წელს, ქალაქ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იკურთხა მღვდლად, შემდგომში, მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერ. სენაკში, ჯიხეთის დედათა მონასტრიდან, 1981 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ, თავისი კეთილი საქმეებით, სენაკელთა დიდი სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა. იგი, სამოქალაქო ომის დროს და ასევე, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში, ხალხის გვერდით იდგა, ამხნევებდა და აძლიერებდა მათ. მნიშვნელოვანია არქიმანდრიტ მელქისედეკის ღვაწლი წმინდა ბერის, ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში.

მისი ორგანიზებით დაიბეჭდა ღირსი მამის, ალექსი ბერის ხელნაწერების სახით შემონახული არაერთი მოძღვრება და პოეტური მემკვიდრეობა. აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტ მელქისედეკის ძალისხმევით აშენდა მცირე ბაზილიკური ტაძარი, სადაც განისვენებენ წმინდა ალექსი ბერი, მისი ბიძაშვილები, მონასტრის მოამაგენი – იღუმენია ფასტო, სქემონაზონი აკეფსიმა და მამა ალექსის ბიოგრაფი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ონოფრე შუშანია.

ასევე, ამ პერიოდში გაიხსნა წმინდა ალექსი ბერის სახელობის სახლ-მუზეუმი. განუზომელია არქიმანდრიტ მელქისედეკის ღვაწლი არა მხოლოდ სენაკის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულიერი ცხოვრების საქმეში. მიმდინარე წლის 31 იანვარს, მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში მოღვაწე წმ. ალექსი ბერის (შუშანია) ხსენების დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ღვთისა და ერის წინაშე მსახურებაში ხანგრძლივი ღვაწლის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის, ალექსი ბერის სახელობის ბაზილიკური ტაძრის, წმინდა ალექსი სენაკელის სახელობის მუზეუმის აღმშენებლობისა და ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანი წვლილისთვის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

წინა პოსტი

ზუგდიდში რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის 16 პროექტი მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში გახარია/ნაცმოძრაობის საკრებულოს კოალიციამ მუნიციპალიტეტს მილიონი ლარით სარგებლობის უფლება წაართვა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკის მერმა კოლხეთელებს გაზეთის 100 წლის იუბილე მიულოცა

სენაკის მერმა კოლხეთელებს გაზეთის 100 წლის იუბილე მიულოცა

სენაკის მერმა კოლხეთელებს გაზეთის დაარსების 102 წლის იუბილე მიულოცა

სენაკის მერმა კოლხეთელებს გაზეთის დაარსების 102 წლის იუბილე მიულოცა

სენაკის მერმა უხუცეს სენაკელ ქალბატონს, ვენერა სალაყაია-ბერაიას 100 წლის იუბილე მიულოცა

სენაკის მერმა უხუცეს სენაკელ ქალბატონს, ვენერა სალაყაია-ბერაიას 100 წლის იუბილე მიულოცა