სენაკის მერმა ვეტერან სპორტსმენს საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ვეტერან სპორტსმენს, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებულ მწვრთნელ – მასწავლებელს, ელგუჯა გვასალიას, თბილისში, 4 მაისს, ძიუდოში, ვეტერანთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
ვეტერანი სპორტსმენი 28 მაისს, ათენში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ელგუჯა გვასალიას ძიუდოში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის: საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.




