ზუგდიდში,‘’მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები 2022″ დაიწყო

14 აპრილს, ‘’მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები 2022″ დაიწყო, რომელიც დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით ‘’ძეგლი აგიგე… ანუ ანბანთქება’’ გაიხსნა.
ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი თექის სახელოსნო “იალაღი”, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბი და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა ქართული ასო-ბგერების სხვადასხვა მხატვრული სახე შეიმუშავეს და დედაენის თემაზე ორიგინალური ესკიზების გამოფენა შემოგვთავაზეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა, მოსწავლეებში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, ქართული ენის სიყვარულს და ტრადიციების პატივისცემას.


მსგავსი სიახლეები

ხმაური ზუგდიდში – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან

ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის გოგონათა ვოკალურმა ანსამბლმა საგუნდო კოლექტივების კონკურსში მიიღო მონაწილეობა


