მოსწავლე-ახლაგარზდობის სასახლის, ახალგაზრდული პოლიტიკის, ანალიზისა და კვლევის სპეციალისტი მარიამ თოდუა უნგრეთში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება

ზუგდიდის მოსწავლე-ახლაგარზდობის სასახლის, ახალგაზრდული პოლიტიკის, ანალიზისა და კვლევის სპეციალისტი მარიამ თოდუა, პროექტის – “Unlock headspace- განათლება ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის, თვითგანვითარებისა და გაძლიერებისთვის“ ფარგლებში , მიემგზავრება უნგრეთში სასწავლო ვიზიტით, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას ინოვაციები და გააუმჯობესოს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული მუშაკების შესაძლებლობები ახალგაზრდების ჩართულობით.
პროექტში სულ 24 ახალგაზრდა მონაწილეობს (სომხეთიდან, საქართველოდან, ბელორუსიიდან, მოლდოვადან, უნგრეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან) . მარიამი აღნიშნული პროექტის ფარგლებში , საკუთარ გამოცდილებას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს გაუზაირებს .
პროექტის პირველი ნაწილი ქობულეთში ჩატარდა . მეორე ნაწილი დაგეგმილია უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში.




