სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზი გაიხსნა

დღეს, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში სრულად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა.
დარბაზის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანამანათლებლო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დარბაზის რეაბილიტაცია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩომ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსით განახორციელა. აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული დარბაზით ისარგებლებენ.




