ხობში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს

სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მონაკვეთზე (ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს, ჭალადიდისა და პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეულები) გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 72 ათასი ლარია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სიტემა 23-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. დღეის მდგომარეობით სამუშაოების 80 % შესრულებული.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.




