ვაქცინაცია ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება.
ამჯერად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა აიცრა.
ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.




