მალე სენაკს სამი განახლებული სპორტული მოედანი შეემატება

სენაკის მუნიციპალიტეტში, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.
ამ ეტაპზე, სპორტული მოედნებისა და მიმდებარე ლოკაციების მოსაწყობად, შემდეგი ტენდერები გამოცხადდა:
სანაიას ქუჩაზე არსებული სტადიონის, ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია სანიაღვრე არხებით – სავარაუდო ღირებულებით – 210 717 ლარი;
აღმაშენებლის ქუჩაზე – საკირესთან და შხეფის უბანში – სტალინის ქუჩის მიმდებარედ (სახოკიას ქუჩის დასაწყისში) – არსებული მინი მოედნების რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 81 563 ლარი;
პროექტების ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს – 292 280 ლარს.




