stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეკლამა

2018-2021 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ

20.07.2021 / 20 ივლისი 2021
2018-2021 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ

მომავალი თაობის განვითარებისა და საუკეთესო პირობების შექმნისთვის, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში, უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.

2018-2021 წლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 ახალი საბავშვო ბაღი; ქალაქად და სოფლად რეაბილიტირდა, კეთილმოეწყო, განახლდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღი. 2018 წელს – აშენდა 100 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი N 2 საბავშვო ბაღი; საბავშვო და ბაგა-ბაღების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 33 700 ლარი; წინა წლებთან შედარებით, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ბიუჯეტი 88 000 ლარით გაიზარდა; სკოლამდელი აღზრდის სექტორის თანამშრომლებს გაეზარდათ ხელფასები; საბავშვო და ბაგა-ბაღებში დაინერგა სამჯერადი კვება.

2019 წელს – საბავშვო და ბაგა-ბაღებში ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა 13 815 ლარი შეადგინა; 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღი ოთხჯერადი კვების რეჟიმზე გადავიდა; ჩატარდა N1 ბაგა-ბაღის შენობის სრული გადახურვის სამუშაოები, ღირებულებით – 110 ათასი ლარი; მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, ადმინისტრაციული ერთეულების სააღმზრდელო დაწესებულებებში დაფინანსდა და განხორციელდა შემდეგი სარეაბილიტაციო სამუშაოები: სრულად გადაიხურა კოტიანეთის საბავშვო ბაღი; სააღმზრდელო ოთახები რეაბილიტირდა უშაფათის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ნოსირის, მენჯის საბავშვო ბაღებში; განახლდა და გარემონტდა ძველი სენაკის №1, ძველი სენაკის №2, უშაფათის, მენჯის საბავშვო ბაღების სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები; მოეწყო საძინებლები ეკის საბავშვო ბაღში; დასრულდა შემოღობვის სამუშაოები გეჯეთის ბაღში; რეაბილიტირდა თეკლათის და ძველი სენაკის №1 საბავშვო ბაღების სახურავები; დასრულდა გათბობის სისტემების მონტაჟის პირველი ეტაპი ახალსოფლის და თეკლათის ბაღებში; გარემონტდა სააღმზრდელო ოთახები ნოსირის, ძველი სენაკის № 1, ხორშის და კოტიანეთის სააღმზრდელო დაწესებულებებში; მოეწყო სველი წერტილი ხორშის საბავშვო ბაღში; რეაბილიტირდა მენჯის საბავშვო ბაღის ფასადი; ადმინისტრაციული ერთეულების თითქმის ყველა ბაღში დაიწყო ეზოების საბავშვო ატრაქციონებით აღჭურვა.

ასევე განხორციელდა შემდეგი სარემონტო სამუშაოები: ელექტროგაყვანილობა გამოიცვალა კოტიანეთის საბავშვო ბაღში; შეიცვალა საკანალიზაციო მილები №2 საბავშვო ბაღში; შეკეთდა დაზიანებული ტუმბოები ახალსოფლის და ლეძაძამეს სააღმზრდელო დაწესებულებებში; რეაბილიტირდა ქალაქის №1, №2 და №6 ბაგა-ბაღების სააღმზრდელო ოთახები. 2020 წელს – პროექტის – ,,ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის’’ ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი ,,ოცნება”; პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭომ, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, განახორციელა.

27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, 116 000 ლარის ღირებულების ფარგლებში, რეაბილიტირდა წყალგაყვანილობის სისტემები და კეთილმოეწყო სველი წერტილები; მოეწყო ელექტრო გაყვანილობის სისტემები და შეძენილ იქნა ელექტროქურები, რისთვისაც 96 000 ლარი დაიხარჯა; დაიწყო N 4 ბაგა-ბაღის ახალი კორპუსის მშენებლობა; COVID 19-ის პანდემიის პერიოდში, სკოლამდელი აღზრდის სექტორის 1307 აღსაზრდელს, 6 ეტაპად, დაურიგდა 275 000 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები; სკოლამდელი აღზრდის სექტორის თანამშრომლებს გაეზარდათ ხელფასები. 2021 წელს – სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, აშენდა 60 აღსაზრდელზე გათვლილი, საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი, ახალი ბაგა-ბაღი; პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს N4 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოები, რომლის დასრულების შემდეგ, საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელს მოემსახურება; შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;

პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. გამოცხადდა ტენდერი ქალაქ სენაკში, ელიავას ქუჩაზე, N3 საბავშვო ბაღის ასაშენებლად, რომლის ანალოგი მუნიციპალიტეტში არ არსებობს; მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომფორტული და კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელს მოემსახურება; შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის; წლის უანალოგო პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 395 760 ლარს შეადგენს; უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. ასევე იგეგმება N7 საბავშვო ბაღის მშენებლობა. ეს და სხვა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები, აღსაზრდელთა განვითარებისათვის საუკეთესო პირობების შექმნას ემსახურება, რაც ხელისუფლების საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

წინა პოსტი

22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

შემდეგი პოსტი

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სააღმზრდელო წელი სიახლეებით, სენაკის სკოლამდელი აღზრდის სექტორში

სააღმზრდელო წელი სიახლეებით, სენაკის სკოლამდელი აღზრდის სექტორში

სენაკის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

სენაკის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

სენაკის სკოლამდელი აღზრდის სექტორში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო

სენაკის სკოლამდელი აღზრდის სექტორში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო