stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეკლამა

რა კეთდება და იგეგმება სენაკში ტურისტული მიმართულებით

28.06.2021 / 28 ივნისი 2021
რა კეთდება და იგეგმება სენაკში ტურისტული მიმართულებით

დაგეგმე და გაატარე ზაფხული სენაკის მუნიციპალიტეტში…

დატკბი ნოქალაქევის ციხე-გოჯის უნიკალური სანახებით, სილამაზით გამორჩეული ქალაქის ხედებით – შხეფის ციხიდან თუ განახლებული ასსაფეხურიანი კიბიდან, ისიამოვნე სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციებით – ბეთლემში, დატკბი უნიკალური ბუნებით, აღმოაჩინე და შეისწავლე ისტორიული ადგილები…

სენაკის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების მანძილზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება, რაც ტურისტული მიზიდულობის კუთხით, თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოებმა ნაქალაქარის ყველა სეგმენტი მოიცვა.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც, ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება.

ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.

2020 წლის ბოლოს, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარედ, განხორციელდა პარკინგისა და ასფალტირების სამუშაოები. შედეგად, განახლებული ინფრასტრუქტურითა და კეთილმოწყობილი პარკინგით, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მრავალფუნქციური სივრცე შეემატა.

2020 წელს, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, პროექტის ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’ ფარგლებში, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი მოეწყო.

ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, გაერთოს სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციებით: „თოკების პარკით”; 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინით;

აქვეა ღია ბაზრობა – ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის; პარკირება/ავტოკემპინგის ზონა; ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა.

ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს, 2020 წელს, ვიზიტორების მომსახურეობისთვის ახალი სერვისი შეემატა. სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტი მოემსახურება. ელეტრო ტრანსპორტი მუზეუმ-ნაკრძალის დამატებითი ატრაქცია იქნება და ტურისტებს ტერიტორიაზე კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება.

ტურისტული თვალსაზრისით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია სახოკიას ქუჩიდან ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლის – შხეფის ციხემდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია.

ათეული წლების შემდეგ, პირველად, გაჩნდა განსაკუთრებული მდებარეობითა და არქიტექტურით გამორჩეული ძეგლის კომფორტული დალაშქვრის შესაძლებლობა. ამ ადგილიდან შთამბეჭდავი პანორამა იშლება – ჰორიზონტი, ქალაქის ულამაზესი ხედებით… პროექტის ფარგლებში, არსებულ მოედანზე ასევე მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი. აქვე იგეგმება გარე განათების ქსელის მოწყობა.

ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის სამომავლო აღდგენა-განვითარების თვალსაზრისით, ხაზგასასმელია მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის ასფალტირების მასშტაბური პროექტი, რომელიც სამი ათეული წლის შემდეგ, პირველად, მიმდინარე წელს განხორციელდა.

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჩიქობავოს უბანში, დიდი ქართველი ენათმეცნიერის, არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ასევე გეგმავს არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმისთვის ოდის შეძენას, სადაც ახალი სამუზეუმო სივრცე მოეწყობა.

უახლოეს დღეებში ასევე დაიწყება ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი შემდეგი მნიშვნელოვანი სამუშაოები:

ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის კომპლექსისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;

საკირეს მთაზე არსებულ ჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ასევე აქვე, პარკინგისა და განათების სისტემის მოწყობა LED სანათებით;

მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელ გზაზე, LED ნათურებით, განათების ქსელის მოწყობა.

ეს და სხვა პროექტები, ლევან კუპრეიშვილის მერობის პერიოდში, მისი უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით განხორციელდა.

წინა პოსტი

ფოთის მერმა ქორეოგრაფიის ორ ლეგენდას -ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

შემდეგი პოსტი

,,გვიხმობს სკოლა…“ – საზეიმო აქტივობები ღია სივრცეში

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

თეატრი და მუზეუმ-ნაკრძალი – სენაკში განხორციელებული და მიმდინარე ორი დიდი პროექტი

თეატრი და მუზეუმ-ნაკრძალი – სენაკში განხორციელებული და მიმდინარე ორი დიდი პროექტი

შურისძიება ძმის მკვლელობისთვის? – რა მოხდა ფოთში და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შურისძიება ძმის მკვლელობისთვის? – რა მოხდა ფოთში და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი