ტრენინგი სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ოჯახის ექიმებისთვის ინტერპერსონალური ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს, რომელსაც თბილისის დ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები – თეონა თოდუა და ნინო სარაშვილი უძღვებოდნენ, სენაკის მუნიცილიტეტის პირველადი ჯანდაცვის ექიმები და ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული კოვიდსტატისტიკა, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, როგორც ინფექციისგან დაცვის ეფექტური, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალების განხორციელების ეტაპები და მეთოდიკა.




