მდინარე ხობისწყალზე ნატანდამჭერი ბარიერის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ხობისწყალზე ნატანდამჭერი ბარიერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მახარე ჩოკორაიას განმარტებით: ნატანდამჭერი ბარიერი უზრუნველყოფს წყალდიდობის დროს მდინარის მიერ ჩამოტანილი მყარი ნატანისა და ხე-მცენარეების დაჭერას.
შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთის ჩათვლით, ნატანდამჭერი სისტემის მოწყობაზე 8 მილიონ 747 ათასი ლარი დაიხარჯება.
მსგავსი სიახლეები

ხობში, მდინარე მუნჩიასთან, ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმზე, ახალი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს


