წალენჯიხაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა განახლდა

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდა სოფელ ეწერის საჯარო სკოლა; მიმდინარეობს 3 სკოლის ( ნაკიფუ-ლეჟას, ქალაქ წალენჯიხის #4 და ჯგალი-კანთის)მშენებლობა; განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 36 პროექტი; ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლა;
უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 30 სკოლის 3000 მოსწავლე; სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით; განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 59 პროექტი; ადაპტირებულია 12 საჯარო სკოლა;
საჯარო სკოლებში, სკოლის მოსწავლეთა პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, განხორციელდა 23 პროექტი; მიმდინარეობს აკადემიკოს ეგნატე ფიფიას ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის გამაგრება და სრული რეაბილიტაცია; აშენდა 8 საბავშვო ბაღი, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 27-ს; რეაბილიტირდა პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ , დაიწყება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სახელოსნოების მშენებლობა.




