სოფელ ნოჯიხევში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

- ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. არხის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნო.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ხიდ-ბოგირი და რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 41167 ლარს შეადგენს.




