ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტები აქტიურად ხორციელდება

- ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ნოჯიხევში მოსაცდელის მშენებლობის და საგვიჩიოს საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესს,ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნო.
სველი წერტილების რეაბილიტაციაზე 32654 ლარი, ხოლო მოსაცდელის მშენებლობაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ 11 640 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.




