სენაკში, სამხედრო დასახლებაში ანტიმალარიული სამუშაოები ჩატარდა

- სენაკში, სამხედრო დასახლებაში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ა(ა) იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა“ და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტრანსმისიური დაავადებების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ანტიმალარიული სამუშაოები ჩატარდა.
სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ანა ჭიჭაღუასთან, მერის წარმომადგენელთან ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭანტურიასთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, დემურ გვარამიასთან ერთად გაეცნო.
პრევენციის ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებშიც ჩატარდება.




