სენაკის მერი კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორს შეხვდა

- სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს წევრთან, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო ცაგურიასთან, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტთან, მარინე კვარჭაიასთან და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორთან, ლევან უჩანეიშვილთან ერთად, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორს, დავით გრიგოლიას შეხვდა.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, კოლხეთის ეროვნულ პარკში, ტურისტებს, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე, სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
საუბარი ასევე შეეხო კოლხეთის ეროვნული პარკის ჭალადიდის მონაკვეთის ტურისტული განვითარების პერსპექტივებს.
ამ მონაკვეთზე ახალი ბორანის მოწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კოლხეთის ეროვნული პარკის მარშრუტში მოქცევასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
დაიგეგმა გაცვლითი ეკო-საგანმანათლებლო ტურები. ლევან კუპრეიშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად, ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, მოისმინა პრეზენტაცია კოლხეთის ეროვნული პარკის დაარსებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.




