მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

- მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები.
ორსართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა 60- აღსაზრდელზეა გათვლილი.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია.




