საინფორმაციო შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში

- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურების, ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლამდელი აღზრდისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრის მონაწილეებს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის კოორდინატორი, თამარ შერვაშიძე და ექსპერტი – რუსუდან თევზაძე, პროექტისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.
საინფორმაციო შეხვედრაზე აღინიშნა, სენაკი ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტს წარმოადგენს, სადაც დაგეგმილია ინფრასტრუქტურული და საგანამანათლებლო პროექტების განხორციელება.
პროექტი -„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, თანადაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და შვედეთის მთავრობის მიერ. პროქტის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.




