სენაკში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო პაკეტები დაურიგდათ

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო პაკეტები დაურიგდათ.
ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო ნობათები სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, მერის წარმომადგენელმა ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭანტურიამ, გადასცეს.
„ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობის ყველა კატეგორია, რომლებიც ამ ურთულეს პერიოდში ხელისუფლების დახმარებას საჭიროებენ” – აღნიშნეს გრიგოლ ბაღათურიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა.




