ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე , წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში იმყოფებოდნენ.
შეხვედრისას ისაუბრეს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების საკითხებზე. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.




