ქალაქის #1 სკოლაში რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა (R)

მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ სკოლის დირექციასთან ერთად დღეს რეაბილიტირებული სასკოლო ბიბლიოთეკა გასხნა. ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ქალაქ ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლაში განახორციელა.
ბიბლიოთეკა სკოლის ბიუჯეტით აღიჭურვა საჭირო ინვენტარითა და შეივსო წიგნადი ფონდით. რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერი გადასცა სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის შვილიშვილმა, ჭადრაკში, ასაკობრივ ჯგუფში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონმა ნიკოლოზ კაჭარავამ.




