,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 19-ივე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 54 000 ლარი გამოიყო:
სოფელ ზანის უბანში – ხიდბოგირის ზედაპირის მოპირკეთება
სოფელ ზანის უბანში – საბავშვო ბაღის ფასადის რეაბილიტაცია
სოფელ ზანის უბანში – რკინა-ბეტონის მილის მოწყობა
სოფელ ზანის უბანში – ცხაურების მოწყობა
სოფლის ცენტრში – ეკლესიის გალავნის რეაბილიტაცია
სოფლისთვის – სათიბის შეძენა
სანაჭყებიოს და სახარებაოს უბნებში – შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტების ამოწმენდა
საჩხეიძეების უბანში – რკინა-ბეტონის მილის მოწყობა სათავისებით
ეწერის უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
საესებუოს უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება, ხიდბოგირის მოწყობა და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
საშურღაიოს უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა
საშურღაიოს უბანში – სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სოფლის მინი სპორტული სტადიონის შემოღობვის რეაბილიტაცია
სატყებუჩაოს უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა
სატყებუჩაოს უბანში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სატყებუჩაოს უბნისთვის – შემოსაღობი მასალის შეძენა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 14-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში 193 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 738 000 ლარია გამოყოფილი.




