სენაკის მერმა ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

სენაკის საპატიო მოქალაქეს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, თაობათა მოძღვარს, ომიანა(ნუნუ) გურჩიანს 76 წელი შეუსრულდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან გივი მისაბიშვილთან ერთად, იუბილარ პედაგოგს ესტუმრა და პროფესიულ დღესასწაულზე დაანონსებული, საპატიო სენაკელის სიგელი და მედალი გადასცა.
ლევან კუპრეიშვილმა სენაკის საპატიო მოქალაქის სიგელი და მედალი თაობათა აღმზრდელ, დამსახურებულ მასწავლებლებს – ლამარა ლაზარიასა და ნორა გადელიასაც გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ამაგდარ პედაგოგებს, ხანგრძლივი შემოქმედებითი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანის სიმრთელე და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.




