stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეკლამა

სენაკში წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ (R)

29.10.2019 / 29 ოქტომბერი 2019
სენაკში წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ (R)

სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის, საჯარო სკოლების მე-10 კლასელი მოსწავლეების  დაჯილდოების რეგიონალური  ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, სენაკის, ფოთის, ხობის, მარტვილისა და აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრების და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სენაკის, ფოთის, ხობის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების 206 წარმატებულ  აღსაზრდელს, მათ შორის 56 სენაკელ მოსწავლეს, პორტატული პერსონალური კომპიუტერები გადასცეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ, ფოთის, ხობის, მარტვილისა და აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებმა და მათ ცოდნის მიღების გზაზე წინსვლა და გამარჯვებები უსურვეს.

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ასევე ფულადი ჯილდო გადასცა საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონში’’ გამარჯვებულ სენაკის ეტალონ მოსწავლეს – მარიოტელ გიორგი ჩავლეიშვილს, მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს, მე-2 და პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებს – გიორგი ჟვანიას, მათე საჯაიასა და  მეოთხე ადგილის მფლობელს, ეტალონის ყველაზე პატარა მონაწილეს – მე-3 სკოლელ ანა ლომიას.

ღონისძიებაზე მუსიკალური და ლიტერატურულ-მხატვრული ნომრები წარმოადგინეს სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრ ,,ფიროსმანის’’ ნორჩმა მსახიობებმა. 

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმამათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, მიზნად  მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს.

ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით წარიმართა.

წინა პოსტი

აბედათში საავტომობილო გზის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდელი მომღერალი ნიუ იორკში გამართული ფესტივალის გამარჯვებულია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სამეგრელოში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

სამეგრელოში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

ჩხოროწყუში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს

ჩხოროწყუში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს

ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ