სენაკში ,,ეტალონ მოსწავლე’’ გამოვლინდა

საქართველოს მასშტაბით, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის’’ 2019-2020 წლის დასკვნითი ტურების ეტაპი დღეს სენაკიდან დაიწყო. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მიმდინარე ინტელექტ-ჩემპიონატი, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული 74 მოსწავლე მონაწილეობდა, მედიაპროექტ ,ეტალონის’’ ავტორსა და წამყვანს – გოჩა ტყეშელაშვილს მიჰყავდა. შესარჩევი ტურის შედეგად ,,სენაკის ეტალონ მოსწავლე’’ გამოვლინდა.
საუკეთესო შედეგი კერძო სკოლა ,,მარიოტას’’ XI კლასის მოსწავლემ გიორგი ჩავლეიშვილმა აჩვენა. მეორე ადგილი მე-2 საჯარო სკოლის IX კლასელმა გიორგი ჟვანიამ მოიპოვა. მესამე ადგილის მფლობელი გახდა პირველი საჯარო სკოლის XI კლასელი მათე საჯაია .
ინტელექტუალურ-შემეცნებით ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ზაზა ნაჭყებია, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსის მსვლელობისას, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ ნორჩმა მსახიობებმა და მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციები, მხატვრული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვებულ მოსწავლეს და ,,ეტალონის’’ ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობის განათლებაზე გათვლილ ყველა მნიშვნელოვან პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად მხარს დაუჭერს და აქტიურად იზრუნებს მათი განხორციელებისთვის.
,ეტალონს’’ ორგანიზაციულ მხარდაჭერას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და საგანმანათლებლო რესურსცენტრი უწევდნენ.
მსგავსი სიახლეები

სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობა რეაბილიტირდა

სენაკში განახლებული რეგიონების ფარგლებში სენაკში ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


