,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’ ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად განხორციელდება.
ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვის 68 000 ლარი გამოიყო:
✔შუა ნოსირის უბანში – სასაფლაოს შემოღობვითი სამუშაოების ჩატარება, მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოების განხორციელება
✔შუა ნოსირის უბანში – საბავშვო ბაღის ორი ოთახის რეაბილიტაცია
✔შუა ნოსირის უბანში – ცენტრში, ტერიტორიის დასუფთავება, სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
✔სოფელ ნოსირში – მინი სპორტული მოედნის ნაწილობრივ რეაბილიტაცია
✔სოფელ ნოსირში – 2 ლოკაციაზე, სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოები
✔სასირიოს უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება 1 კმ.მანძილზე
✔სასირიო-საბოხუოს უბანში – შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოების განხორციელება
✔საოდიშარიოს უბანში – სასაფლაოს შემოღობვა
✔საოდიშარიოს უბანში – გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
✔საოდიშარიო-სასიმონიოს უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება
✔საბესელიოს უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა
✔საბესელიოს უბანში – გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
✔საბესელიოს უბანში – არსებული 3 ცხაურის რეაბილიტაცია
✔საბესელიოს უბანში – მინი მოედნის მიმდებარედ, ჭაბურღილის მოწყობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა
✔საბესელიოს უბანში – ელექტრო მწყემსის შეკეთება
✔საკილასონიოს უბანში – სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
✔საკილასონიოს უბანში – გარე განათების ქსელის მოწყობა
✔საკილასონიოს უბანში – შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
✔საკილასონიოს უბანში – სასაფლაოს შემოღობვა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.




