სენაკის მერიაში წარმატებულ სენაკელ მოკრივესთან შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და სასპორტო გაერთიანების ცენტრის დირექტორთან ჯუმბერ ლაშქარავასთან ერთად, წარმატებულ სენაკელ სპორტსმენს – ლუკა წულეისკირს შეხვდა.
ლუკა 12 წლისაა. ის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეა. ნორჩი სპორტსმენი 9 წლის ასაკიდან კრივითაა დაკავებული.
მიმდინარე წლის 4-11 აგვისტოს, ქ. თბილისში, მოსწავლეთა შორის გამართულ კრივის ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას 30 ქვეყნის 316 სპორტსმენი ღებულობდა, სენაკის სასპორტო გაერთიანების მოკრივემ ლუკა წულეისკირმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ სპორტსმენს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.




