სოფელ ლეწურწუმეში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან და ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროს კახა შელიათან ერთად სოფელ ლეწურწუმეში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნო.
აღნიშნულ სოფელში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს. ადგილობრივებს სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმები ემსახურებიან. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის ჩხოროწყუს ფილიალის ხელმძღვანელის – ხათუნა მიქავას ინიციატივით ხორციელდება.
ჩხოროწყუს მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. აღნიშნული აქცია პერიოდულად ტარდება და ყველა სოფელს მოიცავს




