სენაკის მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხცვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, შესაბამისი სამსახურების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფთან ერთობლივი მოქმედების დეტალები განიხილეს. მოწონებულ იქნა მავნებლის სალიკვიდაციო ღონისძიებებში მერის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობა.
ასევე აღინიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიური ფაროსანას სალიკვიდაციო თერმული დამუშავების პროცესი გაორმაგებული აქტივობით გაგრძელდება, რაც კოორდინირებულ მოქმედებას და არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. ამ კუთხით ხაზი გაესვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების შემდგომი ჩართულობის აუცილებლობას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თხილისა და სიმინდის ფართობებში გავრცელებულ სხვა მავნებლებთან ბრძოლის მეთოდები.
ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს ასევე მიეცათ დავალება ჩაის პლანტაციებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე არსებული მონაცემების განსაზღვრულ ვადებში დაზუსტებასთან დაკავშირებით.




