ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის – სენაკში შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსს ლევან წულაიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) წარმომადგენლებს – ალექსანდრე დოლბაიას, ედიშერ ბაღათურიას, ედუარდ ფარცვანიას – შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს შეეხო, განისაზღვრა ის პრიორიტეტები, რაც ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს სენაკის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას.




