stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეკლამა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სენაკში შეხვედრა გამართა

24.06.2019 / 24 ივნისი 2019
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სენაკში შეხვედრა გამართა

წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელობამ შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს შეეხებოდა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საინფორმაციო ცენტრის პროექტის – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ – საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი 10 საუკეთესო პროექტიდან ერთ-ერთის ავტორი და გამარჯვებული სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი ნათია დავითაიაა, რომელსაც მოპოვებული გამარჯვება სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლა-გიმნაზიის დირექტორი ნინო ჯანჯღავა, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ს არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში გამართულ Intel-ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო – საინჟინრო კონკურსში მიღებული გამოცდილებების შესახებ პრეზენტაცია გამართეს მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულებმა, მარიამ ბახტაძემ და ანანო კალანდარიშვილმა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

25 ივნისს, მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, 10 დღით, ბულაჩაურის ,,მწვანე ცენტრის“ საზაფხულო ეკო-ბანაკში გაემგზავრებიან.

წინა პოსტი

სენაკში გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

სენაკში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ხობში, აქტიური რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხობში, აქტიური რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარებისთვის სენაკში შეხვედრა გაიმართა

შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარებისთვის სენაკში შეხვედრა გაიმართა