ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს

ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს. ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით დაიწყო, რომელშიც შშმ პირები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. ამასთან, ასევე გაიმართა სხვადსხვა სპორტული შეჯიბრება, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი, სადაც შშმ პირებიც იღებდნენ მონაწილეობას. ბულვარში გამოიფინა შშმ პირთა ნამუშევრები, განლაგდა შშმ პირთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების სტენდები.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მორგებულ არაერთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამას ახორციელებს.




