სენაკის მერმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მოქალაქეთა მიღება გამართა. ის გაეცნო ადგილობრივ მკვიდრთა სხვადასხვა სახის საჭირბოროტო პრობლემებს და მათი მოგვარების შესაძლებლობები ადგილზევე განიხილა.
მოქალაქეებთან მერის შეხვედრა რეგულარულ ხასიათს ატარებს და მიზნად მოსახლეობის ყოფითი, სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს.




