9 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვებიდან, 74 წელს აღნიშნავენ

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვებიდან, 74 წელი შესრულდება. 7 ათეული წელი გვაშორებს მეორე მსოფლიო ომს, რომელშიც საქართველომ პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. 9 მაისს სენაკის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობებით აღნიშნავს:
8 მაისი. 14:30 – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა – კლასიკური მუსიკის კონცერტი, ხელოვნების ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
9 მაისი. 11:00 – ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლის ყვავილებით შემკობა, თემატური კომპოზიცია ,,ფაშიზმზე გამარჯვების დღე…“ – მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეთა ჩართულობით
9 მაისი.12:30 – მეშვიდე საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებულ საფეხბურთო მოედანზე გაიმართება მატჩი მინი ფეხბურთში 9 მაისი – სენაკის საჯარო ბიბლიოთეკა – გამოფენა ,,74 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან…“




