სენაკში, გორის ქალთა კამერული გუნდი ლექცია-კონცერტს ჩაატარებს

ხვალ, 2 მაისს, 17:00 საათზე, სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჩატარდება ლექცია-კონცერტი გორის ქალთა კამერული გუნდისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თეონა ცირამუას მონაწილეობით.




