ფოთში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ღონისძიებები ტარდება

მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი „ ქალაქის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ღონისძიებებს ატარებს.
სამუშაოების ფარგლებში, სპეც.ტექნიკის მეშვეობით ხდება ნარჩენების გატანა, ტერიტორიაზე ბალახის მოცელვა და სარეველებისაგან გათავისუფლება. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ა(ა)იპ “ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი”, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.




