ოფთალმოლოგთა ჯგუფმა ძველი სენაკის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარა

თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის” ოფთალმოლოგთა ჯგუფმა სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარა.
სამედიცინო კვლევის აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი.
აქციის ფარგლებში, განხორციელდა თვალის სრული პირველადი გამოკვლევა, დაავადებების სკრინინგი და რეფრაქციის დადგენა.
უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების აქცია, რომელიც ამ ეტაპზე სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს მოიცავს, თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.




