ჩხოროწყუს მერი მოქალაქეებს პასუხობს

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეები მიიღო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო, რომელიც ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვის და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.
დათო გოგუამ თითოეული მოქალაქის საკითხი განიხილა და შესაძლებლობების ფარგლებში, მათი გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაავალა. შეგახსენებთ, რომ სამშაბათი და პარასკევი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან მოქალაქეთა მიღების დღეებია, თუმცა , საჭიროების შემთხვევაში, დათო გოგუა მოქალაქეებს ყოველდღე ღებულობს.




