ჯვარის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ახალი სახანძრო მანქანა „ივეკო ასტრა“მიიღო

ქალაქ ჯვარის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ქვეგანყოფილებამ დამატებით , უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა „ივეკო ასტრა“მიიღო. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ახალი მანქანა ქვეგანყოფილებას სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა, შალვა ხუციშვილმა პირადად გადასცა. ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიცპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და სხვა პირები.




