წალენჯიხის ერთ-ერთ საბავშვო ბაღს მყარი ბიოსაწვავი გადაეცა (R)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #3 საბავშვო ბაღს ზამთრის სეზონისთვის ეკოლაინ ენერჯის დამფუძნებელმა და შპს “კერა”-ს გაყიდვების დირექტორმა თამაზ ლომიძემ საჩუქრად გადასცა მყარი ბიოსაწვავი (ბრიკეტი) .
#3 საბავშვო ბაღში ბრიკეტის გადაცემისას ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წარმომადგენლები. სკოლამდელი აღზრდის ცენტრი და #3 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მადლობას უხდიან ეკოლაინ ენერჯის დამფუძნებელსა და შპს “კერა”-ს გაყიდვების დირექტორს თამაზ ლომიძეს ქველმოქმედებისთვის.
შპს “კერა”-ს მწარმოებლებლების განმარტებით, ხისგან განსხვავებით ბრიკეტს ცეცხლი ადვილად ეკიდება, ნაკლებად ბოლავს, თანაბარ ტემპერატურას გამოყოფს წვის დროს და მაღალი თბოკალორიული ღირებულება აქვს. ორგანული მასისგან დამზადებული ბრიკეტი 22% მეტ ხანს იწვის ვიდრე შეშა და 18%-ით მეტ სითბოს გამოყოფს.
კომპანია «კერა» გათბობის, ალტერნატიული, ბიოსაწვავის მწარმოებელია საქართველოში. კომპანიის საწარმოები განლაგებულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში რაც აძლევს მომხმარებელს საშუალებას კომფორტულად და მოკლე დროში შეიძინოს ეკოლოგიურად სუფთა ქართული ბრიკეტი.




