ზუგდიდში ახალი, ბავშვთა გასართობი ცენტრი გაიხსნა (R)
ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე ახალი, ბავშვთა გასართობი ცენტრი “Happy Day” დღეს გაიხსნა. ცენტრის მეპატრონეების განცხადებით, აღნიშნული ობიექტი განკუთვნილი იქნება როგორც მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვისაც.
მარიამ შალუკაშვილისა და სოფიო სიჭინავას განცხადებით ახალი გასართობი ცენტრი პირველი იქნება ზუგდიდში, რომელიც მრავალ სიახლეს დროდადრო დანერგავს. აღნიშნულ ცენტრში მშობლებს საუკეთესო საშუალება ეძლევათ შვილის დაბადების დღე “Happy Day”-ში აღნიშნონ და უამრავი სიურპრიზი მოუწყონ.
ახალ საბავშვო გასართობ ცენტრში იმოქმედებს ბონუსები და იუბილარებს უამრავ სიურპრიზებს ჰპირდებიან.
“Happy Day” ზუგდიდში ყოველდღიურ რეჟიმში დილიდან საღამომდე იმუშავებს.




