სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში სააგიტაციო შეხვედრები გრძელდება (R)

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში, სააგიტაციო შეხვედრები გრძელდება.
ამჟამად, საარჩევნო კამპანიის მონაწილეებმა, შამგონას ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, კარდაკარის პრინციპით, სააგიტაციო შეხვედრები გამართეს.
კამპანიის მონაწილეებმა, ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და სააგიტაციო მასალა დაურიგეს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩართული. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებთან 100-ზე მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება. საარჩევნო კამპანიის მონაწილეები, ამჯერად „კარდაკარის“ პრინციპით მოსახლეობას ხვდებიან.



