“სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია”

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდიც ცნობილი სახეები აფასებენ. პარლამენტარებმა გედევან ფოფხაძემ და გია გაჩეჩილაძემ ასპინძის მოსახლეობასთან შეხვედრისას ზურაბიშვილი ასე წარადგინეს:
„სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და ღირსებით გამორჩეული ადამიანია. იგი იდგა როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც იბრძოდა სამართლიანობისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მე, მეამაყება, რომ იგი დღეს ჩემი კოლეგაა. ერთადერთი, რაც მწყინს მისი საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში, არის ის, რომ ჩვენ დავკარგავთ ძალიან ღირსეულ კოლეგას პარლამენტში. ადამიანს, რომლის გადაწყვეტილებებს და შეფასებებს მე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამ და ჩემთვის მისი აზრი სულერთი არასდროს იქნება და ერთგვარი მორალური ტექსტია სალომე ზურაბიშვილი, როდესაც შენ ასე თუ ისე იქცევი, ის როგორ აფასებს შენს დამოკიდებულებას , რადგან ამ ადამიანს აქვს ძალიან მაღალი მორალური სტანდარტი და მისი ეს სტანდარტი მოდის მისი შთამომავლობით, მისი აღზრდით, მისი პიროვნული ღირსებებით. მე ნამდვილად მგონია, რომ აქ ასპინძაში ასეთ ღირსეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ასპინძა არის ის რაიონი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ისტორიულად დიდ ქართულ სახელმწიფოსთან“-აცხადებს მოსახლეობასთან შეხვედრისას გედევან ფოფხაძე.
“ქალბატონ სალომეს აქვს უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება და ამ გამოცდილების უკან დგას ძალიან სერიოზული კავშირები საერთაშორისო დონეზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც, ვუჭერთ მხარს ამ ადამიანს, გარდა ამისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანი იქნება აბსოლუტურად ნეიტრალური, არ იქნება არცერთ მხარეზე. კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ იქნება მისი სახელმძღვანელო და რომლის მიხედვითაც ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, ადამიანთა შორის მეგობრობა და ა.შ. ქალბატონი სალომე ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე გავიაროთ რთული პერიოდი და ბოლომდე მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი საყვარელი მოსახლეობა ფეხზე წამოდგეს და ყველა ადამიანი კმაყოფილი იყოს ცხოვრებით”-აღნიშნა ასპინძის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გია გაჩეჩილაძემ.
მსგავსი სიახლეები

დათო კოდუა: დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა, ყველამ იცოდეს, რას ფიქრობს როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეარხის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს


